იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, ბრაზილიიდან შემოსულ ოთხ მგზავრში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.

ორგანიზაციის ცნობით, ახალ ვარიანტს გარკვეული მსგავსებები აქვს ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებთან, მაგრამ ამ დრომდე არსად ყოფილა დაფიქსირებული. ამ დროისათვის, ახალი შტამის შესახებ ცნობები შეზღუდულია, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ მისი გენეტიკური შემადგენლობა და ძნელია იმის დადგენა, რამდენად ინფექციურია ან რამდენად ეფექტიანი იქნება მის წინააღმდეგ ამჟამინდელი ვაქცინები.

კიდევ ერთ განცხადებაში, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2 იანვარს, ტოკიოს ჰანედის აეროპორტში ბრაზილიიდან ჩამოსული ოთხი მგზავრი ვირუსის ახალი შტამით ინფიცირებული აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი, 40 წლის მამაკაცი ჩამოსვლისას უსიმპტომო იყო, მაგრამ მოგვიანებით მისი რესპირატორული სისტემის მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა ჰოსპიტალიზება.

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ახალი შტამის შესახებ უკვე აცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას; ამჟამად კი აწარმოებს კვლევას, რათა დაადგინოს, იწვევს თუ არა ვირუსის ახალი შტამი დაავადების უფრო მძიმე შემთხვევებს.

მომზადებულია bloomberg.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი