იაპონიაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა დღეიდან დაწესდება
იაპონიაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა დღეიდან დაწესდება

იაპონიაში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა დაწესდება. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 252 და გარდაცვალების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 83 ინფიცირებული ტოკიოშია.

შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 618-ს მიაღწია. გარდაცვლილია 91 ადამიანი.

საგანგებო მდგომარეობა დღეიდან ამოქმედდება, თუმცა შენარჩუნდება „ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა“.