იაპონიაში კორონავირუსის გამო 51 კომპანია გაკოტრდა
იაპონიაში კორონავირუსის გამო 51 კომპანია გაკოტრდა

„კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად იაპონიაში უკვე 51 კომპანია გაკოტრდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ტოკიო შოკო რისერჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აპრილში ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაზარალდა ბევრი მცირე ბიზნესი, სასტუმრო და კვების ობიექტი, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო ტურისტები იყვნენ.

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 7 მარტს გამოცხადდა. ქვეყანაში ამჟამად ახალი კორონავირუსის 5 548 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1 519 ტოკიოში გამოვლინდა.