იაპონიაში კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა
იაპონიაში კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

იაპონიის სანაპიროსთან კარანტინში მყოფ საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ ექსპრესის“ ბორტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. აქამდე დაავადებულთა რიცხვი 20-ს შეადგენდა.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტესტი ჩაუტარდა 273 ადამიანს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. დაავადებულთა შორის იაპონიის 21 მოქალაქეა. ახალ პაციენტებს ტოკიოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაიყვანენ.

საკრუიზო გემი კარანტინში იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან იმყოფება. ხომალდის ბორტზე 3700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან.