იაპონიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაკარგულად ითვლება
იაპონიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაკარგულად ითვლება

იაპონიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ ქვეყნის დასავლეთ რეგიონში ორი საცხოვრებელი სახლი წაიღო. ადიდებულმა მდინარეებმა კი, წყალდიდობა გამოიწვია.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური მომდევნო დღეებშიც ნალექიან ამინდს პროგნოზირებს. გამოცხადებულია მეხუთე, უმაღლესი დონის საფრთხის დონე.