იაპონიაში ფოიერვერკ​ების ფესტივალის სტუმრები დაშავდნენ
იაპონიაში ფოიერვერკ​ების ფესტივალის სტუმრები დაშავდნენ

იაპონიაში ფოიერვერკ​ების ფესტივალზე ათი ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აქვთ მიღებული. შემთხვევა იბარაქის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

ჰაერში გაშვებული ფოიერვერკები ფესტივალის სტუმრებს დაეცა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის გამო, ფესტივალი შეწყდა.

დატოვე კომენტარი