იაპონიაში ექიმები აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშლება
იაპონიაში ექიმები აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშლება

იაპონიაში ექიმები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშლება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

იაპონიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ცნობით, ქვეყანაში საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადავსებულია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ავტომობილმა, რომელსაც კორონავირუსის მქონე პაციენტი გადაჰყავდა, 80 კლინიკა მოიარა ადგილების უკმარისობის გამო.

იაპონიაში, რომელმაც თავდაპირველად კორონავირუსის გავრცელება კონტროლს დაუქვემდებარა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 10 ათასს აჭარბებს, მსხვერპლთა რიცხვი კი, 200-ს აღემატება. ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოშია.

„ყველამ უნდა გაუწოდოს საავადმყოფოებს დახმარების ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საავადმყოფოები ჩამოიშლება“, – განაცხადა იაპონიის ექიმთა ჯგუფის ასოციაციის თავმჯდომარე კონოშინ ტამურამ.