იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 124-ს მიაღწია
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 124-ს მიაღწია

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 124-ს მიაღწია. ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ძირითადად დაზარალებულებს მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ. მათი ნაწილი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

მანამდე, სტიქიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა. იოშიჰიდე სუგას თქმით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტები არ დაზიანებულა.

სუგამ მოუწოდა მოქალქეებს, არ დატოვონ სახლები და მზად იყვნენ შესაძლო განმეორებითი ბიძგებისთვის.

13 თებერვალს იაპონიაში მომხდარი სტიქიის სიმძლავრე 7,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ყველაზე ძლიერად ბიძგები ფუკუშიმასა და მიაგის პროვინციაში იგრძნობოდა.