იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, მისი ხანგრძლივობა 30 წამი იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოს აღმოსავლეთით, ჩიბას პრეფექტურაში იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. გარდა ამისა, 250-ზე მეტ ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცოტა ხნით შეჩერებული იყო მატარებლების და მეტროს მუშაობაც.მედიის ცნობით, ცუნამის საშიშროება არ არის.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი შექმნის შესახებ განაცხადა, რომელსაც ვითარების გარკვევა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა დაავალა დაზარალებულთათავის დახმარების აღმოსაჩენად.

იაპონიაზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს, წლის განმავლობაში მსოფლიო მიწისძვრების 20 პროცენტი მოდის. 2011 წლის მარტში ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც იაპონიის ისტორიაში ყველაზე დიდი ცუნამი გამოიწვია. ცუნამიმ ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის დაზიანება გამოიწვია და ჩერნობილის შემდეგ ყველაზე სერიოზული ბირთვული კრიზისი შექმნა.