იაპონიაში, ბოლო სამ თვეში პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
იაპონიაში, ბოლო სამ თვეში პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში სულ „კოვიდ-19“-ის 17 886 შემთხვევა დადასტუდა, 929 ადამიანი კი გარდაიცვალა.