იაპონიაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიცხის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიცხის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიცხის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა, დახმარებისთვის საავადმყოფოს 21 ათასმა ადამიანმა მიმართა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტემპერატურა 41 გრადუსს აღემატება. იაპონიის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, გამოიყენონ გამაგრილებელი საშუალებები და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.

იაპონიაში უკვე ორი კვირაა რეკორდულ სიცხეს ებრძვიან.