იაპონიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 488 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა

10:09, 16.04.2020

იაპონიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 488 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ამის შესახებ „სიენენი“ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

ამგვარად, იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 9 294-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 148-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კვლავ მზარდი გახდა.

მსგავსი