იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 500-ით გაიზარდა
იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 500-ით გაიზარდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 500-ზე მეტ პაციენტს დაუდასტურდა. აღნიშნული მატება იაპონიისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მხრივ რეკორდულია.

შედეგად, ქვეყენაში ინფიცირებულთა რიცხვმა 4 768-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. პრემიერ-მინისტრი სინძო აბმე მოუწოდა მოქალაქეებს, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.