იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 26 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 428 შეადგინა.

სულ დადასტურებულია კორონავირუსის 14 800 შემთხვევა.

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლების შემდეგ მიმდინარე თვეში კვლავ გაიზარდა. ქვეყანაში 6 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.