იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 540 შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 540 შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში ერთ დღეში ვირუსის 1 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო 24 საათში აღრიცხული 1 540 ინფიცირებულიდან უმეტესობა ტოკიოში დაფიქსირდა. დედაქალაქში ვირუსი 472 ადამიანს დაუდგინდა.

ტოკიოს მერიაში განაცხადეს, რომ კოვიდინფიცირებულთა 65 პროცენტის დაავადების წყაროს გამოვლენა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში უკვე ზედიზედ მესამე დღეა, ვირუსი ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს.

სულ ქვეყანაში აღრიცხულია 37 401 კოვიდინფიცირებული. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის შედეგად დაიღუპა 1 024 ადამიანი.

დატოვე კომენტარი