იაპონიაში ბოლო 24 საათში 1 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იაპონიაში ბოლო 24 საათში 1 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენბელი – 1 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირიდა, რაც 21 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა დედაქალაქში, ტოკიოში, ასევე რამდენიმე პროვინციაში.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 104 743 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენლი, დაღუპულია 1 800 ადამიანი.