იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.

3 041 ახალი შემთხვევიდან, 621 ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 180 000 პირს დაუდასტურდა, ხოლო 2 588 პაციენტი გარდაიცვალა.