იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ქვეყანაში ცუნამის საშიშროებაა გამოცხადებული
იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ქვეყანაში ცუნამის საშიშროებაა გამოცხადებული

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რასაც მოჰყვა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, სტიქია იაპონიის იმავე რაიონში მოხდა, სადაც 2011 წელს მიწისძვრას ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურის დაზიანება მოჰყვა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ტოკიოშიც. განმეორებითი მიწისძვრა მოსალოდნელია მიიაგის, ფუკუშიმას და იამაგარას პრეფექტურებში.

სტიქიის გამო 800 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რელსებიდან გადავიდა ტოკიოს ჩქაროსნული მატარებელიც. შედეგად არავინ დაშავებულა.