იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

იაპონური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმის პრეფექტურაში იყო.

გავრცელებული ცნობით, იაპონიის ხელისუფლებას ცუნამის საფრთხის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

მედიის ინფორმაციით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა, რის გამოც შენობებში ბუნებრივი აირის გამომრთველი ავარიული სისტემა ამოქმედდა.