იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

18:03, 13.01.2025

იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კიუშუს რეგიონში, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა მიაძაკის პრეფექტურაზე, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი ცენტრი იყო.

დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მსგავსი