იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ტიბას პრეფექტურაში, ტოკიოს მახლობლად, მიწის ქვეშ 30 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ წარმოქმნილა.

სტიქიას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.