იაპონიაში 19 პაციენტის მკვლელობისთვის პირს სიკვდილით დასჯა შეეფარდა
იაპონიაში 19 პაციენტის მკვლელობისთვის პირს სიკვდილით დასჯა შეეფარდა

იაპონიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თავშესაფრის ყოფილ თანამშრომელს 19 პაციენტის მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეეფარდა.

საქმე ეხება 2016 წლის ივლისში ტოკიოში მომხდარ თავდასხმას, რა დროსაც 30 წლის სატოში უემაცუმ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 43 ადამიანს, მათ შორის 19-ის შემთხვევაში ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

სატოში უემაცუს სასამართლოზე არ უარყვია მასობრივი მკვლელობის ჩადენა, ის ამ საქციელს არ ნანობს. მისი უფლებადამცველების განცხადებით, სატოში უემაცუს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ ადვოკატები მის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდნენ.

მოსამართლემ ბრალდებულის მენტალური მდგომარეობა ადეკვატურად მიიჩნია და მას ჩამოხრჩობის გზით სიკვდილით დასჯა შეუფარდა.