იაპონიას ტაიფუნი უახლოვდება. სტიქიის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო, შეფერხებებია რკინიგზის მოძრაობაშიც.
სინოპტიკოსების ცნობით, ქარის სიჩქარემ შესაძლოა 134 კმ/სთ-ს მიაღწიოს. ღამე მოსალოდნელია უხვი ნალექიც. ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ტაიფუნის გამო იაპონიის ცენტრალურმა რკინიგზამ ტოკიოსა და ოსაკას დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალზე ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა შეწყვიტა.
ტოკიოს აეროპორტიდან დაგეგმილი 10 ავიარეისი უკვე გადაიდო.