იაპონიას სამხრეთიდან სუპერ ტაიფუნი „ჩიანტუ“ უახლოვდება
იაპონიას სამხრეთიდან სუპერ ტაიფუნი „ჩიანტუ“ უახლოვდება

იაპონიას სამხრეთიდან სუპერ ტაიფუნი „ჩიანტუ“ უახლოვდება. ქარის სიჩქარე წამში 60 მეტრს აღწევს.

სინოპტიკოსები ძლიერ ქარსა და გადაუღებელ წვიმის შედეგად, წყალდიდობის საშიშროებას პროგნოზირებენ.

ტაიფუნი ამ დროისთვის ფილიპინების სიახლოვეს ფიქსირდება და სულ მალე ტაივანს დაატყდება თავს.

სტიქიამ ბოლო 48 საათში ძალა მოიკრიბა და ამ დროისთვის მეხუთე კატეგორიის ტაიფუნად არის ფორმირებული.