იაპონიამ წარადგინა ეროვნული უსაფრთხოების ახალი გეგმა, რომლის ღირებულება 320 მილიარდ დოლარს შეადგენს
იაპონიამ წარადგინა ეროვნული უსაფრთხოების ახალი გეგმა, რომლის ღირებულება 320 მილიარდ დოლარს შეადგენს

იაპონიამ თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ეროვნული უსაფრთხოების ახალი გეგმა წარადგინა. „სიენენის“ ცნობით, 320 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი გეგმა სამ მიმართულებას – ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიასა და თავდაცვითი ძალების განვითარების გეგმას აერთიანებს.

როგორც „სიენენი“ წერს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იაპონიის ყველაზე მასშტაბური სამხედრო გაძლიერებაა, რaც რეგიონული მეტოქეებისგან მზარდი საფრთხეების ფონზე გახდა საჭირო. შედეგად, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, სამხედრო ხარჯებით, იაპონია მსოფლიოში მესამე ქვეყანა იქნება.

იაპონიის პრემიერი ფუმიო კიშიდა აღნიშნავს, რომ რუსეთმა პრეცედენტი შექმნა, რამაც შესაძლოა, წაახალისოს ჩინეთი, თავს დაესხას ტაივანს და საფრთხე შეუქმნას იაპონიის კუნძულებს, ასევე საზღვაო მარშრუტებს.