იაპონიამ ქვეყნის უმეტეს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

15:09, 14.05.2020

იაპონიამ ქვეყნის 47 პრეფექტურიდან 39 მათგანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ შეეხო დედაქალაქ ტოკიოს.

იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა 7 აპრილს გამოცხადდა, მოგვიანებით კი, 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

მთავრობამ ზომების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 16 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 680 ადამიანი.

მსგავსი