იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
Japan's Prime Minister Fumio Kishida delivers a speech during the opening of the 4th Tokyo Global Dialogue in Tokyo on February 20, 2023. (Photo by Kazuhiro NOGI / AFP)
იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, იაპონიამ უკვე გამოუყო კიევს ფინანსური დახმარების სახით 600 მილიონი დოლარი, ასევე ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება.
„თუმცა კვლავ დგას ხალხის დახმარების საჭიროება, რომელთა საარსებო წყარო და ინფრასტრუქტურა ომმა გაანადგურა“, – აღნიშნა კიშიდამ ტოკიოში გამართულ კონფერენციაზე.
ფუმიო კიშიდამ ასევე დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის წლისთავზე, 24 თებერვალს გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვიდეოკონფერენცია, რომლშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
იაპონია ამჟამად „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა.