იაპონიის მთავრობა სამედიცინო დანიშნულების ნიღბების წარმოებას ზრდის. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დავალებით, მწარმოებლები მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები, რათა ბაზარზე ნიღბების დეფიციტი აღმოიფხვრას.
სახის ნიღბებზე მოთხოვნა ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გაიზარდა.