იაპონია და შეერთებული შტატები ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
იაპონია და შეერთებული შტატები ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედროები ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას სახელწოდებით Orient Shield-ს ჩაატარებენ, რომელშიც ორივე მხრიდან დაახლოებით სამი ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა კიში ნობუომ განაცხადა. მისი თქმით, წვრთნები ხუთშაბათს, 24 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

„ამ სწავლებების ისტორიის მანძილზე, ეს წვრთნები იქნება ყველაზე მასშტაბური იქნება. იაპონიის გარშემო არსებული რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. უმნიშვნელოვანესია იაპონიის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს იაპონურ-ამერიკული სტრატეგიული ალიანსის განმტკიცებას“, – განაცხადა იაპონელმა მინისტრმა.

იაპონია-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები Orient Shield 1985 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ის შექმნილია ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის ურთიერთქმედების გასაზრდელად, ასევე ტაქტიკური და საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.