იაპონია და აშშ შეიმუშავებენ ერთობლივ სამხედრო გეგმას ტაივანში შესაძლო საგანგებო სიტუაციისთვის

13:26, 25.11.2024

იაპონია და აშშ შეიმუშავებენ ერთობლივ სამხედრო გეგმას ტაივანში შესაძლო საგანგებო სიტუაციისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა მოიცავს ამერიკული სარაკეტო დანაყოფის განთავსებას იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, კაგოსიმასა და ოკინავას პრეფექტურებში, ასევე ფილიპინებში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანსეის კუნძულებზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საზღვაო სანაპირო ლეგიონი განთავსდება, რომელიც აღჭურვილია „ჰაიმარის“ ტიპის სარაკეტო სისტემებით და სხვა სახის შეარაღებით. ფილიპინებში განთავსდება აშშ-ის ქვედანაყოფი, რომელიც კოსმოსზე, კიბერსივრცესა და ელექტრომაგნიტურ ტალღებზე მუშაობს.

მსგავსი