იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს
იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი შეზღუდვების ფარგლებში, გაიყინება ცხრა ორგანიზაციისა და 26 ფიზიკური პირის აქტივები.

იაპონიის პრემიერის განცხადებით, არ შეიძლება, ჩრდილოეთ კორეის მიერ საერთაშორისო საზოგადოების იგნორირება და პროვოკაციული ქმედებები რეაგირების გარეშე დარჩეს.

ორგანიზაციები, რომლებსაც ახალი სანქციები შეეხება, ჩრდილოეთ კორეული ბანკებია. მათგან რამდენიმე ჩინეთშია დაფუძნებული. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ისინი რუსეთში, ლიბიაში, ჩინეთსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობენ.

იაპონიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ვიზიტის ფონზე განზრახ მიიღეს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთად დგას ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის წინაშე.