იაპონელ მეცნიერთა მტკიცებით, შექმნეს ახალი ვაქცინა, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უშლის
იაპონელ მეცნიერთა მტკიცებით, შექმნეს ახალი ვაქცინა, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უშლის

იაპონელ მეცნიერთა მტკიცებით, ახალი ვაქცინა შექმნეს, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უშლის. წარმატებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი ვაქცინა იმ უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც დაბერების პროცესს ხელს უწყობს.

ტოკიოს ჯუნთენდოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ თაგვებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში, წამალმა, რომელიც დაბერებულ უჯრედებში არსებულ ცილაზე მოქმედებს, ავადობის პროგრესირება შეანელა. ვაქცინამ ასევე წარმატებით იმოქმედა დაბერებული უჯრედების ცხიმოვან ქსოვილსა და სისხლძარღვებზე.

იაპონურ მედიასთან საუბარში, ჯუნთენდოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ტორუ მინამინომ თქვა, რომ ვაქცინა გამოყენებული იქნება არტერიების გამკვრივების, დიაბეტისა და დაბერებასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

უჯრედები ბერდებიან, როდესაც წყვეტენ საკუთარი თავის დუბლირებას, ხშირად მათი დნმ-ის ბუნებრივად წარმოქმნილი დაზიანების საპასუხოდ. მიიჩნევა, რომ უჯრედების დაბერება ხელს უწყობს თავად დაბერების პროცესს, ისევე, როგორც დაბერებასთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორიცაა ალცჰაიმერი და კიბოს ზოგიერთი სახეობა.

დატოვე კომენტარი