იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარით განისაზღვრება, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარი იქნება, ვეტერანთა დახმარება კი 100 ლარამდე გაიზრდება
იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარით განისაზღვრება, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარი იქნება, ვეტერანთა დახმარება კი 100 ლარამდე გაიზრდება

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 300 ლარი იქნება, ვეტერანთა დახმარება კი 100 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მომავალ წელს პენსიის მოცულობა იზრდება. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა ასაკის პირთათვის პენსია შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება. ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.