იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან შემცირდა
იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან შემცირდა.

ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 59.7 მილიონი დოლარის ექსპორტი, რაც 7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 139.5 მილიონ დოლარს მიაღწია (6.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 23.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 199.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

იანვარში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 125.4 მილიონი დოლარის საქონელი, რაც 55.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 168.9 მილიონ დოლარს გაუტოლდა (23.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 294.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.6 პროცენტით ნაკლებია.

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) ჯამში 826.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 238.8 მილიონ დოლარს შეადგენს (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მილიონ დოლარს (1.1 პროცენტით ნაკლები).