იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.3 პროცენტით შემცირდა
იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.3 პროცენტით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემები.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 719.2 მლნ აშშ დოლარი იყო, 11.1 პროცენტით მეტი წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე, ხოლო იმპორტი – 6 474.5 მლნ აშშ დოლარი, 3.3 პროცენტით ნაკლები.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 755.3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი