საქსტატის ცნობით, იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი (16.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.