იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი

2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 121.9 მლნ აშშ დოლარით აზერბაიჯანი იკავებს, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 99.9 მლნ აშშ დოლარით და ხოლო მესამეზე რუსეთი – 91.2 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ სამ თვეში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 348.3 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 210.1 მლნ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი – 184.3 მლნ აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.1 პროცენტია. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 402.2 მლნ აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 306.2 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი – 301.4 მლნ აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტით ნაკლებია.

დატოვე კომენტარი