იანვარ-მაისში წლიურად ექსპორტი 14.2 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.6 პროცენტით შემცირდა
იანვარ-მაისში წლიურად ექსპორტი 14.2 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 3.6 პროცენტით შემცირდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-მაისში 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს  – 14.2 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე, ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს, 3.6 პროცენტით ნაკლები.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2019 წლის იანვარ-მაისში, 2 026.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა და 938.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.