იანვარ-ივლისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
იანვარ-ივლისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი

2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 248.3 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილაზეა აზერბაიჯანი – 230.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 229.1 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 728.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 473.0 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 379.3 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 843.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 702.1 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 627.6 მლნ. აშშ დოლარით.