იანვარ-ივლისში ექსპორტი 17 პროცენტით, იმპორტი კი 18 პროცენტით შემცირდა
იანვარ-ივლისში ექსპორტი 17 პროცენტით, იმპორტი კი 18 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17.6 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 1 758 მილიარდი დოლარი იყო (16.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 272 მილიარდი დოლარი (17.9 პროცენტით ნაკლები).

შესაბამისად, ამ პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 513 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი