იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი – 296.6 მლნ. აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 284.3 მლნ. აშშ დოლარი და რუსეთი – 266.0 მლნ. აშშ დოლარი.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 840.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 554.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 440.9 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 970.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 820.6 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 737.5 მლნ. აშშ დოლარით.