იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა
იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა.

შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1.097 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. შესაბამისად, ერთ წელიწადში ზრდამ 32 პროცენტი შეადგინა.

საუბარია უცხოური ბანკომატებისა და პოსტერმინალების მონაცემებზე, ასევე ინტერნეტგადახდებზე.

ოპერაციები განსაკუთრებით ივლის-აგვისტოში იყო გაზრდილი, როცა მათი მოცულობა თვეში 200 მილიონ ლარს აღემატებოდა.

დატოვე კომენტარი