იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი 4.4 პროცენტით შემცირდა
იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი 4.4 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ეს 0.01 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რვა თვეში 2 411.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარი (4.4 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 302.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.