იანოშ ჰერმანმა ილია მეორესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა 
იანოშ ჰერმანმა ილია მეორესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა. ჰერმანი საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ასრულებს და მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებელი  შეხვედრა გამართა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.

ილია მეორემ ელჩს საქართველოსთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა.