იანოშ ჰერმანი - უვიზო რეჟიმი თავშესაფრის მაძიებელთა დიდ რაოდენობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით უნდა იყოს განმტკიცებული
იანოშ ჰერმანი - უვიზო რეჟიმი თავშესაფრის მაძიებელთა დიდ რაოდენობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით უნდა იყოს განმტკიცებული

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით უნდა იყოს განმტკიცებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა უვიზო რეჟიმის ამოქმედების ერთი წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერში“ დაწერა.

„უვიზო რეჟიმის მოქმედების პირველ წელს ევროკავშირს მეოთხედი მილიონი ქართველი ესტუმრა. სასიხარულოა ადამიანებს შორის უფრო მეტი კონტაქტი, უფრო მეტი ცოდნა და ვაჭრობა. თუმცა, უვიზო რეჟიმი უნდა იყოს განმტკიცებული დამრღვევი თავშესაფრის მაძიებლების დიდი რაოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით“, – წერს იანოშ ჰერმანი „ტვიტერში“.