იანოშ ჰერმანი – ნახეთ ჩემი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე

19:05, 13.11.2017

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, საქართველოსთვის კარგი ახალი ამბავი კიდევ უფრო ძლიერი ევროკავშირია, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ამ განცხადებით, იანოშ ჰერმანი პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუს აანონსებს.

„ნახეთ ჩემი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, – წერს ელჩი „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, სადაც ინტერვიუს ამსახველ ფოტოსურათსაც ავრცელებს.

ინტერვიუ იანოშ ჰერმანთან პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-სთვის ჟურნალისტმა ზვიად ავალიანმა ჩაწერა. ინტერვიუ იანოშ ჰერმანთან უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

მსგავსი