იანოშ ჰერმანი - ჩემთვის დიდი პატივია, მთელი გულით მივულოცო ილია II-ს აღსაყდრების 40 წლის იუბილე

საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ულოცავს.

ჰერმანის თქმით, საეკლესიო სწავლებისა და ერის მომავლის დაცვაზე საუბრისას პატრიარქს არაერთხელ უსაუბრია ქართველი ხალხის ევროპული გზით სვლისა და ამ გზის მხარდაჭერაზე.

„მისი უწმინდესობა ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეკლესიისა და მთელი ქვეყნის სულიერი წინამძღვარია.ეს ის უნიკალური მაგალითია, რომელმაც დროს გაუძლო.

საეკლესიო სწავლებისა და ერის მომავლის დაცვაზე საუბრისას პატრიარქს არაერთხელ ღიად უსაუბრია ქართველი ხალხის ევროპული გზით სვლისა და ამ გზის მხარდაჭერაზე.

ვამაყობ, რომ მან რამდენჯერმე მიმიღო და თავისი მოსაზრებები გამიზიარა.

ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა, ილია მეორეს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ჩემთვის დიდი პატივია, ქართველ ხალხთან ერთად მთელი გულით მივულოცო მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი,აღსაყდრების 40 წლის იუბილე“-განაცხადა ჰერმანმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.

საზეიმო ლიტურგიას პატრიარქი, მღვდელმთავრებთან ერთად, დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.