იანოშ ჰერმანი - არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად იგრძნობდნენ თავს
იანოშ ჰერმანი - არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად იგრძნობდნენ თავს

მე ვხედავ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, რომლებიც გვერდიგვერდ ფრიალებს და იმედი მაქვს, რომ მალე ეს იქნება უკვე ერთიანი სივრცე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად იგრძნობდნენ თავს. ეს ჩვენი მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის აღიარებას გულისხმობს”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობასა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ძალიან აფასებს.

„მეორე მსოფლიო ომის დღეები დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ევროპა არის განათლების კონტინენტი და მას ბარბაროსები შემოესივნენ. მაშინ ევროპა დიდი საფრთხის წინაშე იყო. ომის შემდეგ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცემოდა და ეს პასუხი იყო ევროკავშირის შექმნა. როცა ვამბობ ევროპის კონტინენტს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორ ვაფასებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და ასევე საქართველოს თანდათანობით ინტეგრირებას ევროპულ ბაზარზე”, – განაცხადა ელჩმა.