იანის ანტეტოკუნმპოსა და „მილუოკის“ თანამფლობელ მარკ ლესრის შორის კონფიდენციალური შეხვედრა გაიმართა
იანის ანტეტოკუნმპოსა და „მილუოკის“ თანამფლობელ მარკ ლესრის შორის კონფიდენციალური შეხვედრა გაიმართა

„მილუოკი“ ორლანდოში მიმდინარე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სერიიდან გამოვარდა. „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპზე „მაიამისთან“ სერიაში უშანსოდ 1:4 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. განცდილი წაგების შემდეგ გუნდის ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს ბედი ბუნდოვანია. როგორც ცნობილია, ბერძენი სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა – გუნდის დატოვებას არ აპირებს, სულაც არ არის გამორიცხული, რომ „ჰიტთან“ მარცხის შემდეგ იანისმა აზრი შეიცვალოს და სხვა გუნდში გადაბარგდეს.

ირკვევა, რომ გუშინ ანტეტოკუნმპომ „მილუოკის“ ხელმძღვანელობასთან, კერძოდ კი გუნდის თანამფლობელ მარკ ლესრისთან კონფიდენციალური შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Sports-ის ჟურნალისტი კრის ჰეინსი ავრცელებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: იანისმა საკუთარი სოციალური ქსელიდან (ინსტაგრამი) „მილუოკელი“ თანაგუნდელები მეგობრების სიიდან წაშალა.