იანის ანტეტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაუბრუნდება #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრებს ლიდერი იანის ანტეტოკოუნმპო, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ლატვიის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდება, – ინფორმაციას „სპორტ 24“-ის ჟურნალისტი ჰარის სტავრუ ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტი წერს, „მილუოკი ბაქსის“ ვარსკვლავთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება და ის 20 აგვისტოს საკუთარ გუნდს დაეხმარება.
იანისს საბერძნეთის ნაკრებში ამ ზაფხულს ჯერ არ უთამაშია. მანამდე არსებული ცნობით, საბერძნეთის კალათბურთის ფედერაცია სადაზღვევო თანხას არ იხდიდა.
საბერძნეთი ევრობასკეტ 2025-ის წინ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 20 აგვისტოს ლატვიასთან, 22 აგვისტოს – იტალიასთან, ხოლო 24 აგვისტოს – საფრანგეთთან.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები საქართველოს მეტოქე იქნება, მათ შორის მატჩი 31 აგვისტოს შედგება.